სენეგალის ჯარები გამბიის საზღვრისკენ მიემართებიან - პრეზიდენტ ჯამეჰს რამდენიმე საათი მიეცა თანამდებობის დასატოვებლად, გამბიიდან კი ევროპელი ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა
18-01-2017, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენეგალის ჯარები გამბიის საზღვრისკენ გადაადგილდებიან, რათა ზეწოლა მოახდინონ პრეზიდენტ იაჰია ჯამეჰზე, გადადგეს თანამდებობიდან. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 


სენეგალმა მას გადადგომისთვის ბოლო ვადად შუაღამე მისცა, GMT -ის დროით და ნიგერიამ სამხედრო ძალები გაგზავნა სენეგალში, შესაძლო ინტერვენციისას დახმარების მიზნით.

 


ოთხშაბათი მისი ბოლო ვადა იყო პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ პარლამენტმა დამატებით კიდევ 3 თვე მიანიჭა თანამდებობაზე დასარჩენად, რაც მის შემცვლელს, არჩევნებში გასული წლის 1-ელ დეკემბერს გამარჯვებულ ადამა ბაროუს ხუთშაბათს დაგეგმილი ფიცის მიცემის ცერემონიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

 


დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ცდილობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერის მოპოვებას სამხედრო გზით ინტერვენციის მოხდენის თაობაზე, რათა ჩამოაგდონ ჯამეჰი, რომელიც მას შემდეგ უდგას გამბიას სათავეში, რაც იგი 1994 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში.

 

 

 

 

 

 


ამასობაში, ათასობით ბრიტანელი და ჰოლანდიელი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა დასავლეთ აფრიკის პაწაწინა სახელმწიფოდან, რომელიც ევროპელი დამსვენებლებისთვის პოპულარული საზღვაო-საკურორტო ადგილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი