შსს-ს გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაცია ეწვია
19-01-2017, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტად, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა.

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის არალეგალურ ნარკოტიკებთან, იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს - ქრისტიან ჰოპეს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ჯგუფების ხელმძღვანელებს - იენს კრიუგერსა და რალფ ბენგნერს შეხვდა.

 

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად წარმოებული რამდენიმე გამოძიების შედეგები შეაჯამეს.

 

 

ვიზიტისას, დელეგაციის წევრები ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებს შეხვდნენ.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიების თანამედროვე შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხლეს.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, 2015-2016 წლებში საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ტრანსსასაზღვრო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი ერთობლივი გამოძიება და ნარკოტრანზიტთან ბრძოლის წარმატებული ღონისძიება ჩაატარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი