კალაძის განცხადებები უფრო პოპულისტურია, ვიდრე ის რეალობა, რომელშიც ვართ, - ასე შეაფასა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განმარტება „გაზპრომთან" ხელშეკრულების თაობაზე.
ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომთან" ახალი ხელშეკრულებით, „ეკონომიკურადაც წავაგეთ და ფინანსურადაც".
„ეკონომიკურად რომ წავაგეთ აქ ორი აზრი არ არის, ფინანსურად ეს არის უარესი პირობები ვიდრე გვქონდა. კალაძეს ვურჩევდი, ნუ დაემსგავსება წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთო რომ გვიმტკიცებდნენ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის....
პოპულიზმს რაც შეეხება, მე ვფიქრობ მისი განცხადებები უფრო პოპულისტურია ვიდრე ის რეალობა რის წინაშეც ვდგავართ, “- განაცხადა გია ხუხაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
კახა კალაძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დაიცვა და აღნიშნა, რომ მარგინალური ჯგუფები ამ თემასთან დაკავშირებით „დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“.
კალაძე აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით მიღწეული შედეგით საქართველომ შეინარჩუნა „ენერგო დამოუკიდებლობის იგივე ხარისხი; ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება“ და „შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.