რომან გოცირიძე: საქართველოს მთავრობამ უღალატა ხალხს, უღალატა ქვეყნის ინტერესებს და ამისთვის უნდა აგოს პასუხი
19-01-2017, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების გამო, საქართველოს მთავრობამ პასუხი უნდა აგოს.

 

 

გოცირიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ხელშეკრულება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი და ამგვარად, საქართველო რუსეთის წინაშე „კაპიტულაციას ახდენს.“

 


„დღემდე არ ვიცით, ეს ხელშეკრულება არსებობს თუ არ არსებობს, მთავრობის განცხადებით მოხდა შეთანხმება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თუ არა. იყო თუ არა მსჯელობა ამის თაობაზე მთავრობაში. ანუ სტატუსიც კი არ ვიცით ამ მოლაპარაკების, თუ რა ეტაპზეა. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. იმ შემთხვავშიც, კი როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც მივდივართ ასეთ დათმობაზე, წარმოგვიდგენია თუ რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება არის დამაზარალებელი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ეკონომიკურად ეს არის წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს.... საქართველოს მთავრობამ უღალატა ხალხს, უღალატა ქვეყნის ინტერესებს და ამისთვის უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი