„ვენეციის კომისიის არმოწონებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და ნორმა არ იქნება ასახული იმ პროექტში და შესაბამის გადაწყვეტილებებში, რასაც ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ კონსტიტუციურ ნორმებთან დაკავშირებით", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძე თბილისში ვენეციის კომისიის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, მასთან კონსულტაციებს გაივლიან.
„გავივლით კონსულტაციებს, მოვისმენთ მის აზრებს ნებისმიერ ცვლილებებთან ან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზეც, ამაზეც იქნება ბუნებრივია საუბრები და ჩვენ დეტალურად დავინტერესდებით მათი ამ საკთხის მიმართ დამოკიდებულებით", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
თბილისში ვენეციის კომიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის მთავარი მიზანი, საქარველოში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.