აკაკი მინაშვილი: მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც გასცემს ვენეციის კომისია
19-01-2017, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც გასცემს ვენეციის კომისია, - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

 

 

მინაშვილი თბილისში ვენეციის კომისიის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვების პროცესში ვენეციის კომისიის ჩართვა მნიშვნელოვანია.

 

 

„ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით საარჩევნო სისტემას, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის ჩართვა ამ პროცესში, რომელიც არის ძალიან გამოცდილი, ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია და მისი როლი არის განუზომლად დიდი", - აღნიშნა მინაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ვენეციის კომისიის არმოწონებული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და ნორმა არ იქნება ასახული იმ პროექტში და შესაბამის გადაწყვეტილებებში, რასაც ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღებთ კონსტიტუციურ ნორმებთან დაკავშირებით". 

 

 

თბილისში ვენეციის კომიის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. ვიზიტის მთავარი მიზანი საქარველოში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი