ნეთანიაჰუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს
17-03-2015, 23:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ-მინისტრი ბენჯამინ ნეთანიაჰუ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. როგორც მან განაცხადა, იგი უკვე ელაპარაკა მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების ლიდერებს ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე. მაგრამ ოპოზიციის ლიდერის იატცეკ ჰერცოგის თქმით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მისი ალიანსის იგნორირება შეუძლებელი იქნება.

 


თელავივში თავის მოზეიმე მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვისას ნეთანიაჰუმ სამშაბათს გამართული კენჭისყრა მემარჯვენე ფრთის, "ლიკუდის" პარტიის "დიდ გამარჯვებად" გამოაცხადა. "ლიკუდმა" კი მართლაც იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა არჩევნებზე, ვიდრე ამას მოელოდნენ.

 

Israeli Likud party supporters react to the exit polls while they wait for the announcement of the first official results of Israel's parliamentary elections at the party's headquarters in the city of Tel Aviv, 17 March 2015ლიკუდის მხარდამჭერების ზეიმი მას შემდეგ, რაც ეგზით პოლების შედეგები გამოცხადდა
Supporters of the centre-left Zionist Union party react to the exit polls outside the party's headquarters during the announcement of the first official results of Israel's parliamentary elections in the city of Tel Aviv, 17 March 2015სიონისტთა კავშირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების ჯგუფს ექნება მცდელობა მოახდინოს კოალიციის ფორმირება

 

 

ნეთანიაჰუმ მოუწოდა ყველა ლიდერს, როგორც ისრაელის "ეროვნულ ბანაკს," "გადაუდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა".  ნეთანიაჰუ, შესაძლოა ისრაელის სათავეში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი ლიდერი აღმოჩნდეს, თუ იგი მეოთხე ვადითაც გაინაღდებს პოსტს. 

 

 

პროპორციული სისტემით ჩატარებულ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოუპოვებია უმრავლესობა. არჩევნებში საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა 72%-მა მიიღო მონაწილეობა და 2013 წელთან შედარებით 4-ით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ისრაელის ტელევიზიებმა, პირველმა და მეათე არხებმა გადმოსცეს, რომ ორივე პარტიას, ლიკუდსა და სიონისტთა კავშირს ქნესეთში 27-27 ადგილი ერგოთ. მეორე არხის ინფორმაციით კი ლიკუდი ერთით წინაა და მას 28 ადგილი აქვს მოპოვებული. ისრაელის 120 კაციან პარლამენტში კი სულ მცირე 61 ხმაა საჭირო, რომ უმრავლესობა მოიპოვო. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი