პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონის საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღო
19-01-2017, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონის, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.

 

 

ამის შესახებ ჯახუამ დღეს ქუთაისში „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 


დიაკონი აცხადებს, რომ შემთხვევა 17 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. იგი განმარტავს, რომ კანაფს სამკურნალოდ იყენებდა, იარაღი კი ანტიკვარულია. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს. 

 

 

"მე ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, დიაბეტი, პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც წვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ.... ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი