გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - “The Silk Road Effect” სიტყვით გამოვიდა
19-01-2017, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხები დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - “The Silk Road Effect” განიხილეს. სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტში - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

 


“ესაა ალტერნატივების ქსელი - თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც. თუმცა ეს უფრო პარტნიორობას ეხება. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა თავის გამოსვლაში ახსენა, აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს გვაძლევს, თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია. პირველ რიგში, იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შემდეგ - პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო; იგულისხმება სრულყოფილი პარტნიორობა ტრანსსასაზღვრო პროცედურების განხორციელების დროს; სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და რა თქმა უნდა, თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე. ეს მრავალგანზომილებიანი საკითხია,” - განაცხადა პრემიერმა.

 


პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ. მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

 


სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე.

 


“ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც,“ - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 


სესიას, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის შესაძლებლობებს მიეძღვნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მონღოლეთის პრეზიდენტი ცახიაგინ ელბეგდორჟი დაესწრნენ.

 


დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია “პასუხისმგებლიანი ლიდერობა,” მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

 

კომენტარები: 54
#54   Bryon
      
19 ნოემბერი 2026 16:32
#53   Hung
      
References:


Instant payid withdrawal casino cdss.snw999.com
19 ნოემბერი 2026 10:55
#52   Magda
      
References:


Casinos online paypal https://codimd.syssec.org/
18 ნოემბერი 2026 05:46
#51   Gudrun
      
References:


Trusted payid casino australia http://09vodostok.ru
17 ნოემბერი 2026 21:08
#50   Jenifer
      
References:


Play pokies with payid http://qiaoxiaojun.vip/
17 ნოემბერი 2026 18:53
#49   Brent
      
17 ნოემბერი 2026 15:30
#48   Stanton
      
References:


Payid betting sites australia https://pads.dgnum.eu/
17 ნოემბერი 2026 13:34
#47   Latrice
      
References:


Instant withdrawal casino payid fzquan8.cn
17 ნოემბერი 2026 11:43
#46   Connie
      
References:


Online casinos that accept payid https://shareshortcuts.com/u/busbanker6
17 ნოემბერი 2026 09:37
#45   Stefanie
      
References:


Payid casino without verification https://pbase.com/
17 ნოემბერი 2026 07:58
#44   Juan
      
17 ნოემბერი 2026 02:38
#43   Devon
      
References:


Payid instant play casino mckenzie-vad-3.hubstack.net
17 ნოემბერი 2026 01:10
#42   Jaimie
      
References:


New payid casino bsq.cc
17 ნოემბერი 2026 00:23
#41   Yetta
      
References:


Payid withdrawal time casino http://forum.panabit.com/
16 ნოემბერი 2026 23:41
#40   Davis
      
References:


Migliori casino online carta di credito https://www.sqlservercentral.com/
14 ნოემბერი 2026 11:01
#39   Shayne
      
References:


Australia casino neosurf online casinos that accept neosurf australia
14 ნოემბერი 2026 06:39
#38   Florencia
      
References:


Top rated neosurf casinos aus https://zumpadpro.zum.de/
13 ნოემბერი 2026 16:59
#37   Sadye
      
References:


Echtgeld casino paysafecard https://may22.ru
13 ნოემბერი 2026 05:50
#36   Newton
      
References:


Bank wire withdrawal casino australia top bank transfer casino Australia
13 ნოემბერი 2026 02:52
#35   Wally
      
References:


Casino mit sofort auszahlung sofortüberweisung casino schleswig holstein
12 ნოემბერი 2026 03:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი