საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომლის საცხოვრებელი სახლიდანაც სამართალდამცავებმა ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.
როგორც Guardian.ge-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, გიორგი ჯახუა საერო პირია.
უწყების ცნობით, გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფის ამოღების ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
უწყება ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან იარაღის ამოღებას არ ადასტურებს.
„კანონსაწინააღმდეგო სხვა არაფერი არ არის ამოღებული, გარდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარისა", - განმარტავენ შსს-ში.
Guardian.ge ასევე დაუკავშირდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრე გრიგალავას, რომლის თქმითაც, გიორგი ჯახუა სალხინოს მონასტერში არ მოღვაწეობს.
"იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მოვიძიე - ეს პიროვნება სალხინოში ადრე მსახურობდა, თურმე. არის ქუთაისელი და ახლა სალხინოსთან შეხება არ აქვს", - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
გიორგი ჯახუა აცხადებს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია.
როგორც მან დღეს, „გირჩის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 17 იანვარს, სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და იარაღი და კანაფი ამოიღეს.
იგი განმარტავს, რომ კანაფს სამკურნალოდ იყენებდა, იარაღი კი ანტიკვარულია. ჯახუას თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, და "სელფის" გადაღება აიძულეს.
"მე ავად ვარ და ორი წელია სახლში ვწევარ, C ჰეპატიტი, დიაბეტი, პანკრიატიტი მაქვს. თავის მკურნალობა რითაც შემეძლო და ჩემი ჯიბე რასაც წვდებოდა, ეს იყო კანაფი. ამას ორი წელიწადია ვხმარობ, ყველას უკვირს როგორ ვარ ცოცხალი ამდენი ხანი, თვითონ ექიმსაც. ტკივილების გასაყუჩებლად ვიყენებ.... ანტიკვარი იარაღი მქონდა. ჩემი ბავშვები თამაშობდნენ. პოლიციელებმა კი ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს", – განაცხადა გიორგი ჯახუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.