ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების დროს, მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედის ინფორმაციით, დაღუპულია 30-მდე მეხანძრე. ოფიციალური წყაროს ცნობით, კი ათობით ადამიანი შეიძლება იყოს მოყოლილი ნანგრევებში.

„როიტერსთან" საუბრისას ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ „ეს საშინელებათა ფილმი იყო".

„შენობა ჩამოინგრა ჩემს წინ," - დასძინა მან ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას.
შემთხვევის ადგილზე მაშველები ძაღლების მეშვეობით ცდილობენ გადარჩენილების პოვნას.
სავაჭრო ცენტრ „პლასკოს“ მეცხრე სართულზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. გაჩენილი ხანძრის გამო, კი მოგვიანებით, შენობა ჩამოინგრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.