ტარიელ ხეჩიკაშვილი ლისის ტბის მახლობლად მდებარე თბილისის SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა
19-01-2017, 06:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლისის ტბის მახლობლად მდებარე თბილისის SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა. მინისტრმა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და მათ სხვადასხვა სპორტული ინვენტარი - ფორმები, ბურთები, მაისურები, ჟურნალები, ასევე მაგიდის ჩოგბურთის ახალი მაგიდა გადასცა.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება თბილისის SOS ბავშვთა სოფელთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს.

 

 

მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო ბავშვთა სოფლის ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს.

 

 

სამინისტროს განმარტებით, დღეისთვის, ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებისათვის 4 სხვადასხვა სპორტული წრე ფუნქციონირებს. ფეხბურთის, რაგბის, ფარიკაობისა და ჭიდაობის სექციებში ჯამში 30-მდე ბავშვია ჩართული, სოფელში 57 ახალგაზრდა ცხოვრობს.

 

 

„მსურს მოგილოცოთ დღევანდელი ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. აქ, თქვენთან ნამდვილად საუკეთესო გარემო და პირობებია შექმნილი და დარწმუნებული ვარ, ყველას ვინც მობრძანდება, განსაკუთრებული შთაბეჭდილებები დაეუფლება. ნამდვილად დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა მომსახურე პერსონალის მხრიდან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ისინი დღენიადაგ ზრუნავენ იმისათვის, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს საუკეთესო პირობები ჰქონდეთ და ამ მხრივ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვპირდებით. სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მაქსიმლუარად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რათა ისინი სპორტით დაინტერესდნენ და სხვადასხვა სპორტული სახეობებით დაკავდნენ. სპორტი საქართველოში ყველა სეგმენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ამ ბავშვებსაც აქვთ საშუალება იმისა, რომ წარმატებულები იყვნენ სპორტში. დღეს ჩვენ მცირეოდენი საჩუქრებით მოვედით, დავარიგეთ სპორტული ინვენტარი, ბურთები, მაისურები, ჟურნალები. ჩვენი მეგობრობა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება და თითოეულ მათგანს დავეხმარებით, იმისათის რომ კიდევ უფრო მეტად დაკავდნენ სპორტით და იყვნენ წარმატებულები სპორტის სხვადასხვა სახეობებში", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი