საქართველოს პრემიერ მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში უმსხვილესი ენერგოკომპანიის - „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) აღმასრულებელ დირექტორს, რობერტ დადლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ფარგლებში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) მნიშვნელობას, რომელიც მილსადენის გამტარიანობის გაზრდას და ევროპის ქვეყნებამდე წელიწადში დამატებითი 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ BP-ს საქართველოსთან 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ უფრო მეტი ბრიტანული ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,” - განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს, სადაც ამჟამად, მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში, 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.