[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ეთერში ტექნიკური მარილის თემაზე მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ტექნიკური მარილი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი, შესაძლოა თავად მერიისთვის აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი.
"მოამბის" თანახმად, გამოძიება გაფლანგულ თანხებს ეძებს. მარილის მარაგი არსებობს, თუმცა მისი შეძენა ადგილობრივ ბიუჯეტს ძვირი დაუჯდა. თბილისის მთავრობას კი ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული და კონტრაქტშეწყვეტილი კომპანია უპირისპირდება. შპს "ნენეს" წარმომადგენლები კორუფციულ ურთიერთობებზე საუბრობენ და აინტერესებთ, იციან თუ არა დედაქალაქის მმართველებმა მარტივი არითმეტიკა-- ანუ 114 ლარი უფრო მეტია, თუ 160. მარილის საქმე - ნახეთ გიორგი ფუტკარაძის სიუჟეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.