საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია „გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს ამ ეტაპზე „ამაზე მეტი დამოუკიდებლობის" მიღწევა არ შეეძლო.
მისი აზრით, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი ნული იქნება, თუკი „სოკარი" საქართველოს საკმარის გაზს მიაწვდის.
„ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი, დღეის მდგომარეობით, ვალდებულების გარეშე ან ვიყიდით თუ არა საერთოდ ამ გაზს. პოლიტიკურ ჭრილში ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა ალბათ ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და კომპანია „სოკარი” საკმარის გაზს მოგვაწვდის, რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი იქნება ნული”, - აცხადებს გიორგი გახარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.