გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
19-01-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში არსებულ პოტენციალსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 


პრემიერ მინისტრებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.

 


შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი