საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს და ხელმძღვანელის მოადგილეს, ანდრეი კლიმჩიკს შეხვდა.
პარლამენტის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ უილიამ ლაჰიუს ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე მიღებული რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.
კობახიძემ უილიამ ლაჰიუს და ანდრეი კლიმჩიკს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო. მხარეებმა ასევე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას განაცხადა, კომისიის მუშაობის პროცესი ინკლუზიური იქნება და ყველა გადაწყვეტილება ფართო კონსესუსის შედეგად იქნება მიღებული.
შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შესახებაც, რომელიც 2017 წლის მაისში, საქართველოში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასამბლეის მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ალიანსსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ნატოს სამეკავშირე ოფისი და საქართველოს პარლამენტი ღონისძიების ორგანიზების საკითხში აქტიურად თანამშრომლობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.