ტელეკომპანია „მაესტროს" ცნობით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 40 წლის მანდატურმა 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.
ტელეკომპანიის ცნობით, მანდატური სკოლაში რამდენიმე წელია მუშაობს, მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში ერთი წლის წინათ გადავიდა.
რეგიონში მცხოვრებლებმა „მაესტროს" განუცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა. მათივე თქმით, არასრულწლოვანი გოგონა ორსულადაა.
მომხდარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ადასტურებენ.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნატა ასათიანის თქმით, მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.