საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით, მხარეებმა პოლიტიკის, კულტურის, უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის არსებულ დინამიკას ხაზი გაუსვეს.
„ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.
საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.