საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა, რომელიც ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, - განაცხადა მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ვიცე პრეზიდენტმა, ტონი თაუნს ვითლიმ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, Microsoft-ი განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა Microsoft-ის ვიცე პრეზიდენტს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი “სტარტაპების” ხელშეწყობა და ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით Microsoft-ის თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.