საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია „Limak”-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო. ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
კომპანია „Limak”-ი ძირითადად ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებით არის დაინტერესებული. კომპანია ახორციელებს პროექტებს აეროპორტების, პორტების, საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ მართვაში. კომპანია ფლობს სასტუმროთა ქსელს თურქეთის კურორტებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.