საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეირანში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თეირანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ათეულობით მეხანძრე ემსხვერპლა, ასევე ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის ბევრი მძიმედ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ირანელ ხალხს, მთავრობას, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.