საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო, სადაც მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც.
მთელი გულით თანავუგრძნობ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, იტალიელ ხალხს, მთავრობას.
გამოვთქვამ იმედს, რომ დროულად მოხდება დაკარგულთა მოძიება და გადარჩენა", - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.