დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, 20 იანვარს, კონგრესის შენობის წინ ფიცს 12:00 საათზე დადებს
20-01-2017, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასეულობით ათასი ადამიანის გამოსვლას ელოდებიან ვაშინგტონში 20 იანვარს, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც დონალდ ტრამპი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი, ფიცს დადებს.

 

 

ყველა თვალი შეერთებული შტატების კონგრესის შენობისკენაა მიმართული, სადაც ტრადიციულად, ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაცია იმართება. ამჯერად, „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი, რომელმაც 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონზე საარჩევნო კოლეგიაში ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, „დემოკრატ“ ბარაქ ობამას ცვლის პრეზიდენტის პოსტზე.

 

 

კონსტიტუციის თანახმად, შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, 20 იანვარს (თუკი ამა თუ იმ პრეზიდენტის მმართველობა საპრეზიდენტო 4-წლიან ციკლში არის მოქცეული და სხვა შემთხვევებს არ აქვს ადგილი) შუადღეს, 12:00 საათზე (17:00 GMT) დებს.

 

 

მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიულად 4 მარტს ხდებოდა, მაგრამ არჩეული პრეზიდენტის თეთრ სახლში გადასვლის პერიოდი, მე-20 ცვლილების საფუძველზე, 1933 წელს შემოკლდა.

 

 

ფიცის დადება, შეერთებული შტატების კონგრესის შენობის წინ კიბეებზე, ცერემონიის ნაწილია, რაც ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას აღნიშნავს.

 

 

 

 

 


ცერემონიას თან ახლავს საზეიმო სამხედრო აღლუმი პენსილვანიის გამზირზე და ასევე, მოგვიანებით, საინაუგურაციო საზეიმო ღონისძიებების მთელი რიგი სერიები.

 


20 იანვარი

 


ტრამპი ესწრება წირვას თეთრ სახლთან ახლოს მდებარე საეპისკოპოსო ეკლესიაში.

 


ტრამპი და მისი ცოლი მელანია თეთრ სახლში ყავას მიირთმევენ პრეზიდენტ ობამასა და პირველ ქალბატონ მიშელ ობამასთან ერთად. ისინი შემდეგ ავტომობილების კორტეჟით კონგრესის შენობისკენ გაემართებიან.

 


ადგილობრივი დროით დილის 9:30 საათზე (14:30 GMT) საინაუგურაციო ცერემონია მუსიკალური შესრულებებით დაიწყება.

 

 

11:30 საათზე (16:30 GMT) ფიცს დადებს ვიცე-პრეზიდენტად არჩეული მაიკ პენსი.

 

 

12:00 საათზე (17:00 GMT) ფიცს დადებს ტრამპი, რის შემდეგაც იგი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

 


3-5 საათებში (20:00 - 22:00 GMT) ტრამპი და პენსი გადაინაცვლებენ პენსილვანიის ავენიუსკენ 2.4 კილომეტრიან სამხედრო აღლუმში, რომლის გაყოლებაზეც მოელიან, რომ ჩამწკრივებული იქნებიან როგორც მხარდამჭერები, ასევე პროტესტანტები.

 

 

7-11საათებში (00:00-04:00 GMT) ტრამპი და პენსი მეუღლეებთან ერთად დაესწრებიან სამ ოფიციალურ საინაუგურაციო წვეულებას.

 


ვინ იქნება მანდ?

 


პრეზიდენტი ობამა და პირველი ქალბატონი თან ახლდება ტრამპს შეერთებული შტატების კონგრესის შენობისკენ მიმავალ საავტომობილო კორტეჟში, იქ კი მათ კონგრესის წევრები, პოლიტიკოსები და ასევე მხარდამჭერები შეუერთდებიან.

 


მოელიან, რომ ცერემონიას ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, ჰილარი კლინტონი დაესწრებიან.

 


ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და მისმა მეუღლე ლორამ, ისევე როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, დაადასტურეს, რომ თავადაც დაესწრებიან ინაუგურაციას.

 


ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა, რომელიც სუნთქვითი პრობლემების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა, ტრამპს წერილი მისწერა, წარმატებები უსურვა მას და ბოდიში მოიხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ღონისძიებას ვერ დაესწრებოდა.

 


წინასწარი შეფასებით ფიქრობენ, რომ პარასკევს, ინაუგურაციაზე დასასწრებად 800 000-იდან 900 000-ამდე ადამიანი მიაწყდება ქვეყნის დედაქალაქს, მაგრამ, როგორც BBC ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, უცნობია, ისინი იქ ზეიმისთვის ჩავლენ, თუ პროტესტის გამოსახატავად.

 

 

 

(პრეზიდენტ ბარაქ ობამას პირველ ინაუგურაციაზე, 8 წლის წინათ, ვაშინგტონში 1.8 მილიონი ადამიანი იყო გამოსული).

 

 


„Elliott Ferguson“-ის, ვაშინგტონის ტურისტული ბიუროს პრეზიდენტის თანახმად, „ენთუზიაზმის დონეს“ და მოთხოვნას სასტუმროს ოთახებზე არ მიუღწევია იმ ზღვრამდე, რასაც ამას წინა ინაუგურაციებისას ჰქონდა ადგილი.

 


ფაქტობრივად, ზოგიერთმა სასტუმრომ მინიმალური დარჩენის პერიოდი 4 ღამიდან 2-ამდე შეამცირა.

 


სხვა სასტუმროები მხოლოდ 50%-ით არიან შევსებული, მაგრამ უფრო მაღალი კლასის სასტუმროებზე უფრო მეტი ჯავშანია გაკეთებული.

 


ვინ არ მიდის?

 


წარმომადგენლობითი პალატის 50-ზე მეტმა წევრმა, „დემოკრატებიდან“ საჯაროდ განაცხადა უარი ცერემონიაზე დასწრებისაგან. კანონმდებელთაგან ზოგიერთმა თქვა, რომ ისინი დაესწრებიან ინაუგურაციის მეორე დღეს ვაშინგტონში დაგეგმილ ქალების საპროტესტო მარშირებას.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   goga
      
არ მომწონს ეს კაციი რა! swrafi sesxebi
20 იანვარი 2017 05:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი