„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნინო კალანდაძის თქმით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება და დაკომპლექტება ახალი წესით მოხდება.
ნინო კალანდაძემ ამის შესახებ დღეს პარტიის ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს ეყოლება ახალი თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო დკომპლექტდება ახალი წესით, ანუ პოლიტიკური საბჭოს დაკომპლექტების წესსაც დღეს დელეგატები მიიღებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური წარმომადგენლობა რეგიონული წარმომადგენლობების. მთავარია, რომ თავად პარტია მონაწილეობდეს ახალ პოლიტიკურ საბჭოში, სტრუქტურასა და ვინაობებს ნუ გავუსწრებთ წინ", - განაცხადა კალანდაძემ.
პარტიის ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.