ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული
20-01-2017, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტი არც ერთ ისეთ საკონსტიტუციო ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული.

 

 

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან განვიხილეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კომისიის ფორმატი, კომისიის შემადგენლობა, ჩვენი სამუშაო გეგმა - განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი