ჯანი ბუკიკიო: მივესალმები საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარის მონდომებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
20-01-2017, 03:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტად ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.

 

 

ბუკიკიო დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კი პარლამენტის თავმჯდომარემ და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

 

ბუკიკიოს თქმით, ის საქართველოს ძველი მეგობარია და კარგად იცნობს ქართველი ხალხის ღირსებებსა და პრობლემებს. მისი შეფასებით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა, დახვეწას საჭიროებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაზეც.

 

 

„უკვე ვთქვი, რომ გლობალურად, კარგი ტექსტია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, მისი დახვეწა შეიძლება. 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილების შემდეგ, ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში ასახული ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მე ნამდვილად მივესალმები თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მონდომებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს კონსტიტუცია და მისი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ერთად, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი