თამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა
20-01-2017, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა.

 

 

„რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკვე არის ჩვენთან საჯარო დისკუსიის საგანი, რა თქმა უნდა, აზრების გარკვეული წინასწარი მოთელვა მოხდა. ეს შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც წინა დასკვნაში უკვე ჰქონდა ხაზგასმული ვენეციის კომისიას - ანუ, ბალანსი, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ასევე პარლამენტის საარჩევნო სისტემა და სხვადასხვა საკითხები. ჩვენ ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო სწორედ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ეს გადაწყვეტილება როგორც პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უნდა მიიღოს იმ კომისიამ, რომელიც არის შექმნილი და ჩვენ ერთპიროვნულად, არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 


ჯანი ბუკიკიო დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში - კონსტანტინე კორკელია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი