საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, - აღნიშნული განცხადება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.
„საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს და აღინიშნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მედიატორის როლისთვის", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.