იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე, - აღნიშნული განცხადება სანდრა რულოვსმა სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რულოვსმა ყრილობის მონაწილეებს მიმართა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. დღეს ძალიან დიდი დღეა არამარტო აშშ-ში, არამედ საქართველოშიც. მინდა იქედან დავიწყო, რომ მე ვფიქრობ, რომ მე თქვენგან ტაშს ნამდვილად არ ვიმსახურებ, თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ თქვენი ერთგულებისათვის, თქვენი ბრძოლისთვის....
თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ. ამხელა ძალაა თვითონ მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ქალაქის - ყველაფრის ეშინიათ. მინდა ვთქვა, რომ რაც არ უნდა სცადონ რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა შეხვდება. ამიტომ ბრძოლის უნარი ყოველთვის არის და იქნება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, გინდა მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველი რჩება იმიტომ, რომ საქართველოსთვის მისი გული სცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან, ან სახლი წაართვან - მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა მყუდრო ადგილი.... სადაც მიშა არის იქ ქმნის ამინდს, იქ იქნება წამყვანი ძალა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.