გრიგოლ ვაშაძე: ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ
20-01-2017, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ - ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ სპორტის სასახლეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, აუცილებელია, რომ პარტიამ ყველა რეგიონში ყველა კარი შეაღოს და მოქალაქეებს უთხრას, რომ მათი გასაჭირის შესახებ იცის.

 

 

„თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენ დაწესებულ დროშას სწევენ დღეს; თქვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან; თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ; თქვენ ინსტიტუციებში სხედან; თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ; მაგრამ ეს ყველაფერი წარსული არის უკვე და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო და დღეს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის. სალონური თამაშები უნდა მოვრჩეთ და ყველა რეგიონში ყველა კარი უნდა შევაღოთ და ვუთხრათ, რომ ვიცით, რომ უჭირთ, მართლა უჭირთ. ვიცით, რომ მობეზრდათ ამ ადამიანებს ვითომ ოქსფორდში და ვითომ ჰარვარდში ნასწავლი ვითომ ციტატებით შეჯერებული ყალბი დაპირებები", - მიმართა ვაშაძემ ყრილობის მონაწილეებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი