ჩემო ძვირფასებო, ჩემო თამებრძოლებო და მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის" „გაქოცების" და „ნაციონალური მოძრაობის" ჯიბეში ჩადების ჩაიფუშა, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას თბილისში, სპორტის სასახლეში, „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე შეკრებილებს.
მისი თქმით, ეს 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის პირველი და უკანასკნელი მარცხია.
„თქვენ ვერ გათქმევინათ უარი პრინციპებზე და ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან. „ნაციონალური მოძრაობა" არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა თქმა უნდა, საქართველოში უპირობოდ ერთადერთი ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა მაშინ, როდესაც დაჩოქებულ საქართველოს სვავებივით ძიძგნიდნენ შევარდნაძეები და მისი სატრაპები, კორუმპირებული ოჯახის წევრები და ფეოდალები და კანონიერი ქურდები. ჩვენ შევიქმენით და ყველა მათგანს ერთდროულად გამოვუცხადეთ ომი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.