„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება
20-01-2017, 07:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება.

 

 

რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

 


„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე, ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის“, - განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი