გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ გახდეს რეგიონალური წარმომადგენლობების ადგილი ბევრი კომპანიისთვის
20-01-2017, 07:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შედეგებზე ისაუბრა და ორდღიან ვიზიტს წარმატებული უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაიმართა შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და წამყვან ბიზნესკომპანიებთან. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგები სულ მალე იქნება.

 

 

"ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ გუშინ გამართულ ბიზნესლანჩზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გვქონდა შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურებთან, პრემიერ მინისტრებთან, ინვესტორებთან. მათ წარმოვუდგინეთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. მოგეხსენებათ, დავოსში ხელშეკრულებების ხელმოწერა ძალიან იშვითად ხდება. აქ ხდება ინფორმაციის გაცვლა და შემდგომი ორიენტირის აღება მოქმედებისთვის. საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ გახდეს რეგიონალური წარმომადგენლობების ადგილი ბევრი კომპანიისთვის და ეს აღნიშნა კიდეც ყველამ, ვისაც შევხვდით. ჩვენ შევხვდით სერვისის კომპანიებს, მწარმოებლებს და უკვე ბევრი მათგანი დაინტერესებულია საქართველოთი. ვფიქრობთ, სულ მალე კონკრეტული შედეგები გვექნება," - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი