უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია „Denso”, რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია „Denso”-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე და იმ კონკურენტუნარიან გარემოზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.
„Denso", რომლის დამფუძნებელია კომპანია „Toyota", კონვეირებისა და სათადარიგო ნაწილების ქსელებისთვის ავტონაწილების გლობალურ მომწოდებელს წარმოადგენს. Denso ცნობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია. „Denso"-ს ყველა საწარმოს მინიჭებული აქვს QS 9000 და ISO 9000 ხარისხის სერტიფიკატი, რაც დეფექტების ნულოვან ალბათობას იძლევა. კორპორაციას აქვს შვილობილი კომპანიები 35 ქვეყანაში და ფლობს 40 მილიარდი დოლარის აქტივებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.