საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია Adecco Group-ის აღმასრულებელ დირექტორს, როლფ დორიგს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. როლფ დორიგის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია მზადაა დაეხმაროს საქართველოს განათლების სექტორის განვითარებაში თავისი გამოცდილების გაზიარებითა და ბიზნესუნარების გაუმჯობესების კუთხით.
კომპანია Adecco Group-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბიზნესის პროცესებისა და პერსონალის მართვას უზრუნველყოფს. შვეიცარულ კომპანიას აქვს 5500 ოფისი 60 ქვეყანაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.