ბერუჩაშვილი: ცინიკურია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმება ემთხვევა
18-03-2015, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება ცინიკური დამთხვევაა.

 


ბერუჩაშვილის თქმით, საკმაოდ რთული ფონია და ქართული მხარე მუშაობს პარტიონრებთან, რომ ეს ფაქტი შესაბამისად შეფასდეს, არამარტო ხელშკრულების გაფორემების ჭრილში, არამედ, ზოგადად რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

 


„ამ ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ძალიან ცინიკურია, რომ ეს მომენტი ჟენევის მოლაპარაკებას დაემთხვა. ფონი საკმაოდ რთულია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შესაბამისი შეფასება მიეცეს არამარტო როგორც ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების აქტს, არამედ ზოგადად რუსეთის ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ძირფესვიანად არღვევს," განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 


ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, პარალელურად კი მოსკოვში, რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. თანამშრომლობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი