ნიკა მელია: თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები
20-01-2017, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის მიერ ცოტა ხნის წინათ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, თუ მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე უარს აცხადებს, ამ შემთხვევაში „შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები".

 

 

როგორც „რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მელიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებზე მერაბიშვილის პოზიცია პარტიის წევრებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. მისი თქმით, მომავალ კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილს თავად მოინახულებს.

 

 

”ჩვენ, ბუნებრივია, არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების. ვიცით, რომ ადამიანი გამოკეტილია ოთხ კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა გადააყენო ადამიანი, რომელიც ივანიშვილის მიერ არის გამოკეტილი.

 

 

ჩვენ უკანასკნელ დღეებში გვქონდა მცდელობა, კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება ან უბრალოდ პრივატულ საუბარში, თუ რა პოზიცია აქვს, თუმცა, იგი თავს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ერევა დაპირისპირებაში. ჩვენ, მისი თანხმობის გარეშე, ბუნებრივია, გენერალური მდივნის თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით. თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები", - განაცხადა „რუსთავი2”-ის ეთერში ნიკა მელიამ.

 

 

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია, - აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

 

 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გამართულ ყრილობაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა, ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტიკური საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი