დონალდ ტრამპი: „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ ამერიკამ იბრწყინოს, როგორც მაგალითმა“
20-01-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ ალიანსებს, მაგრამ ამავე დროს შექმნის ახალ კავშირებსაც. მან თქვა, რომ „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების გზა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვახერხებთ იმას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა“.

 

 

„ჩვენ მეგობრობის ხელს გავუწვდით მსოფლიოს სახელმწიფოებს და კეთილმოსურნე ვიქნებით მათთვის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა პირველ რიგში თავიანთი საკუთარი ინტერესები დააყენონ. ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა. ჩვენ ვიბრწყინებთ ყველასათვის, რომ გამოგვყვნენ.

 


ჩვენ გავაძლიერებთ ძველ ალიანსებს და ჩამოვაყალიბებთ ახლებს და გავაერთიანებთ ცივილიზებულ მსოფლიოს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ამოიძირკვება პირისაგან მიწისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

 


მან ამერიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს.

 


„ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებს და ავტომაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს, რკინიგზებს მთელი ჩვენი ჩინებული ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს სამუშაოზე, ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას ამერიკული ხელებით და ამერიკული მუშა-ხელით.

 


ჩვენ ორ მარტივ წესს გავყვებით; იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც დღეს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდა. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი