პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფმა კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამი ძირითადი პოზიცია დააფიქსირა.
„ჯერჯერობით გამოიკვეთა სამი პოზიცია. პირველი არის „ეს შენ გეხებას“ პროექტი, რომლის თანახმად, ეს უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი უწყება და პარლამენტს დაექვემდებაროს. მეორე ვერსია, რაზეც ჩვენ უფრო ვჯერდებით და ვთავაზობთ ამ მოდელს, გულისხმობს კონტროლის რამდენიმე დონის ეტაპს. დაახლოებით ექვსი დონის კონტროლი შემოდის ჩვენი ხედვით, თუმცა არა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, იმიტომ, რომ ასეთი მოდელი არ აქვს არცერთ ქვეყანას. უფრო უნდა ვიაროთ იმ კონსენსუსის გზით, რომ ეს იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ და იყოს შესაძლებელი შეიქმნას სსიპ-ის ფორმით, რაც არის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა. აქ რჩება მაღალი დონის კონტროლის მექანიზმი, მათ შორის სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ემატება პარლამენტი ცალკე ბიუჯეტით და მაქსიმალური გარანტიებით. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო სხვა მოდელზე იყოს საუბარი, თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ დამატებითი კონსულტაციები უწყებებთან. აქ ყველა მხარეა ჩართული და საბოლოოდ შევჯერდებით ერთიან პოზიციაზე. დაახლოებით 30 იანვრისთვის, ჩვენ ალბათ გვექნება დოკუმენტი, რაზეც შეეძლება ყველამ გამოთქვას თავისი მოსაზრება“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიული კომიტეტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გუშინ გაიმართა. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი და ცალკეული დეპუტატები. სამუშაო ჯფუფის შემადგენლობაში შედიან, აგრეთვე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. აქედან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 6 იანვრის სხდომაზე მიიღო გაადწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.