აშშ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანხმების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
18-03-2015, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებას, რომლის ხელმოწერის ცერემონია დღეს უნდა გაიმართოს, არ აღიარებს.

 

 

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 


მისი თქმით, აშშ-ს პოზიცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში უცვლელი და ნათელია.

 


ფსაკის განცხადებით, ამერიკა მიიჩნევს, რომ ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აშშ-ის დეპარტამენტი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

 


„საერთაშორისო შეთანხმების საფუძველს, არც ეს ე.წ. ხელშეკრულება და არც აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წელს გაფორმებული ანალოგიური შეთანმება, არ შეესაბამება. რუსეთმა 2008 წელს აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით აიღო და საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობისგან უარი თქვას," განაცხადა ჯენ ფსაკიმ

 


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკა კონკრეტული ნაბიჯების მისაღწევად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხრივ, აშშ შეშფოთებას გამოხატავს, რომ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება რუსეთში დაგეგმილ ცერემონიას ემთხვევა.

 


ამერიკის შეერთებული შტატები ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ იმისთვის, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებზე და მომავალ რაუნდზე ამ ფორმატში წინსვლა დაფიქსირდეს.

 


ჟენევაში, დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, პარალელურად კი მოსკოვში, რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. თანამშრომლობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი