დონალდ ტრამპმა მისი პირველი ნაბიჯები გადადგა პრეზიდენტის რანგში, ხელი მოაწერა რა საპრეზიდენტო ბრძანებას, რომლის სამიზნე მისი წინამორბედის ჯანდაცვის რეფორმის - რომელიც ცნობილია, ასევე, როგორ Obamacare. („ობამადაცვა“) - შესუსტება და ძირეულად შეცვლაა. თეთრმა სახლმა ასევე ოპერატიულად განაახლა მისი ვებგვერდი, რომელიც ტრამპის ახალი დღის წესრიგის შესახებ იუწყება.
პარასკევს წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში მან პირობა დადო, რომ მისთვის „ამერიკა იქნება პირველი“ და დაასრულებს მიტოვებული „ამერიკული ქარხნების განადგურებას“ და გაშმაგებულ კრიმინალს.
ტრამპმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან მალევე მისი კაბინეტის კანდიდატურები სენატს გადაუგზავნა.
მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცვლილებას აწესებს არსებულ კანონში და ნებას რთავს გენერალ ჯეიმს მათისს იმსახუროს თავდაცვის მდივნად, იმის მიუხედავად რომ მან სამხედრო საქმიანობისთვის, მოთხოვნილ 7 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში აქვს თავი დანებებული.
გენერალმა მათისმა, რომლის დანიშვნა სენატმა მოიწონა, მოგვიანებით ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის წინაშე. პენსის თანდასწრებით ფიცი დადო ასევე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნულმა ჯონ კელიმ.
თეთრი სახლის განახლებულ ვებგვერდზე ობამას პოლიტიკა ტრამპის ახალი დღის წესრიგით არის შეცვლილი.
BBC-ის ცნობით, ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 საკითხს ათავსებს განახლებულ ვებგვერდზე - ენერგეტიკა, საგარეო პოლიტიკა, სამუშაო ადგილები და ზრდა, სამხედრო, სამართალდამცავები და სავაჭრო შეთანხმებები.
როგორც BBC წერს, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალ დღის წესრიგში ნახსენები არ არის სამოქალაქო უფლებები, ლგბტ უფლებები, ჯანდაცვა და კლიმატის ცვლილება.
ტრამპმა ასვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც პატრიოტიზმის ეროვნულ დღეს აწესებს.
მისი პირველი დღის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ ტრამპმა თქვა, რომ „ის იყო დატვირთული, მაგრამ კარგი - მშვენიერი დღე“.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში, ტრამპმა, რომელიც 70 წლისაა, ნაციონალისტური და პროტექციონისტური ტონი გაამჟღავნა.
„ამ მომენტიდან და მის შემდგომ, ამერიკა იქნება პირველი. ჩვენ ორ მარტივ წესს გავყვებით: იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“, - თქვა მან.
ტრამპმა ვაშინგტონის პოლიტიკოსებს ბრალი დასდო მოქალაქეების მიტოვებაში, ინდუსტრიულ დაღმასვლასა და კრიმინალის მაჩვენებლის გაზრდაში.
„ეს ამერიკული განადგურება შეჩერდება აქვე და შეჩერდება ახლავე“, - აღნიშნა მან.
„თითოეული გადაწყვეტილება ვაჭრობაზე, გადასახადებზე, ემიგრაციაზე, საგარეო საქმეებზე მიღებული იქნება ისე, რომ სარგებელი ნახონ ამერიკელმა დასაქმებულებმა და ამერიკულმა ოჯახებმა“.
დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონი გააძლიერებს ძველ ალიანსებს, მაგრამ ამავე დროს შექმნის ახალ კავშირებსაც. მან თქვა, რომ „ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების გზა, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა“.
„ჩვენ მეგობრობის ხელს გავუწვდით მსოფლიოს სახელმწიფოებს და კეთილმოსურნე ვიქნებით მათთვის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ იმის გაცნობიერებით, რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა პირველ რიგში თავიანთი საკუთარი ინტერესები დააყენონ. ჩვენ არ ვეცდებით დავუწესოთ ვინმეს ჩვენი ცხოვრების გზა, მაგრამ ამის ნაცვლად შევქმნით გარანტიას, რომ მან [ამერიკამ] იბრწყინოს როგორც მაგალითმა. ჩვენ ვიბრწყინებთ ყველასათვის, რომ გამოგვყვნენ.
ჩვენ გავაძლიერებთ ძველ ალიანსებს და ჩამოვაყალიბებთ ახლებს და გავაერთიანებთ ცივილიზებულ მსოფლიოს რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ამოიძირკვება მიწისაგან პირისა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
მან ამერიკის ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს.
„ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებს და ავტომაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს, რკინიგზებს მთელი ჩვენი ჩინებული ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს სამუშაოზე, ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას ამერიკული ხელებით და ამერიკული მუშა-ხელით.
ჩვენ ორ მარტივ წესს გავყვებით; იყიდე ამერიკული და დაასაქმე ამერიკელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.