დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან მალევე, მისი კაბინეტის კანდიდატურები სენატს გადაუგზავნა.
მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ცვლილებას აწესებს არსებულ კანონში და ნებას რთავს გენერალ ჯეიმს მათისს იმსახუროს თავდაცვის მდივნად, იმის მიუხედავად, რომ მას სამხედრო საქმიანობისთვის, მოთხოვნილ 7 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში აქვს თავი დანებებული.
გენერალმა მათისმა, რომლის დანიშვნა სენატმა მოიწონა, მოგვიანებით ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის წინაშე.
ტრამპმა გენერალი ჯეიმს მათისი, ყოფილი მეზღვაური, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა, თავდაცვის მდივნის კანდიდატურად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაასახელა.
„ის საუკეთესოა“, განაცხადა ტრამპმა, როდესაც მან თავისი არჩევანის შესახებ გამოაცხადა ოჰაიოში.
გენერალი მათისი, რომელიც ცნობილია როგორც „ცოფიანი ძაღლი“, (სლენგი - დაუნდობელი) ობამას საგარეო პოლიტიკის ღია კრიტიკოსი იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან მიმართებაში.
„ჩვენ ვნიშნავთ ‘ცოფიან ძაღლს’ (დაუნდობელ) მათისს ჩვენს თავდაცვის მდივნად“, -უთხრა ტრამპმა ოჰაიოში შეკრებილებს.
„ამბობენ, რომ იგი ყველაზე ახლოს მდგომია გენერალ ჯორჯ პატონთან [მეორე მსოფლიო ომის მეთაური], რომელიც ჩვენ გვყავდა“.
მათისს, 66 წლის, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთის და ერაყის ბრძოლებში. იკავებდა ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის გაერთიანებული სამეთაურო შეიარაღებული ძალების, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის პოსტებს. იგი პენსიაზე 2013 წელს გავიდა.
„როიტერსი“ მათისის თავდაცვის მდივნის პოსტზე დასახელებისას წერდა, რომ გამობრძმედილ სამხედრო სტრატეგზე არჩევანის გაკეთება კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ „რესპუბლიკელ“ ტრამპს განზრახული აქვს სრულად გადგეს განზე „დემოკრატი“ პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მიერ წარმოებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისაგან, რომელიც ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მოკავშირეებზე მზარდი დაყრდნობით გამოირჩეოდა და დაეხმაროს, შეაკავოს რუსული და ჩინური აგრესია ევროპასა და აზიაში.
ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც მათისს მიაკუთვნებენ, ერაყში 2003 წელს მის მიერ მეზღვაურებისადმი თქმული შემდეგი სიტყვებია: „იყავით ზრდილობიანი, იყავით პროფესიონალი, მაგრამ გაგაჩნდეთ გეგმა, მოკლათ ყველა, ვისაც კი წააწყდებით“.
გადამდგარი გენერალი ჯეიმს მათისი, იანვარში სენატში გამართული მოსმენების დროს - ტრამპის მიერ მოსკოვთან უფრო თბილი ურთიერთობების მოწოდების ფონზე - რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებებით გამოვიდა და გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ ნატო ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშ იმყოფება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნატოს სახელმწიფოთა დაყოფას.
„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას, თუ ვისთან გვაქვს საქმე პუტინის სახით“, - განუცხადა მან შეიარაღების კომიტეტს.
„და ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის ცდილობს დაარღვიოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს... დავიცვათ ჩვენი თავი, სადაც უნდა დავიცვათ.
„მე ვფიქრობ, ის ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშაა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ბატონო, და ეს არის რუსეთისგან, ტერორისტული ჯგუფებისგან და იმისგან, რასაც ჩინეთი აკეთებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.