„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, - აღნიშნული განცხადება აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩა, იან კელიმ თავდაცვის სამინისტროში, ლევან იზორიასა და საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს შორის გამართულ შეხედრისას გააკეთა.
ელჩის შეფასებით, სამინისტროში რეფორმები რთულად განსახორციელებელი, თუმცა, დროული იყო.
„რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი იყო, რადგან ის პერსონალის შემცირებასთან და სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს დროული იყო. აღნიშნული ცვლილებებით უფრო სწრაფად განვახორციელებთ ჩვენს საწვრთნელ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები", - განაცხადა კელიმ.
გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
გაფართოებული შეხვედრის ბოლოს დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
უცხო ქვეყნის დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.