ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ვერონასთან ახლოს მომხდარი ავტობუსის ავარიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტობუსი, რომელსაც უნგრეთის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, გზის პირას მდგარ ბოძს პარასკევს გვიან შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი საფრანგეთიდან ბუდაპეშტში ბრუნდებოდა და მასში მყოფი სკოლის მოსწავლეები ზამთრის არდადეგებზე მთაში იმყოფებოდნენ.
იტალიის სახანძრო-სამაშველო ეროვნული სამსახურის განცხადებით დაზიანებები აქვს მიღებული 39 ადამიანს.
იტალიური ახალი ამბების სააგენტო „ანსას“ ცნობით, მოსწავლეთა ნაწილი, რომლებიც 14-იდან 18 წლამდე ასაკის იყვნენ, ძირითადად ბიჭები, ტრანსპორტის ბოძზე შეჯახებამ გარეთ გადმოისროლა, სხვები კი ავტობუსში დარჩნენ გამომწყვდეული, როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი 10 ადამიანიდან ერთ-ერთს ძლიერი დაზიანებები აქვს მიღებული. სახანძრო-სამაშველო ეროვნულმა სამსახურმა დაამატა, რომ გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა არ არის მოსალოდნელი.
ავტობუსის ავარიის მიზეზი უნცობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.