საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა და კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა და კომისიის წევრებს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი განცხადებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ადამიანის უფლებების და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფია, რაც მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებით. მანვე კომისიი წევრებს სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეგლამენტი გააცნო და პროცედურები განმარტა.
„დღეს იმართება პირველი სხდომა, სადაც შევკრებთ იმ მოსაზრებებს, რომელიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში და დარიგდება შემდეგი სხდომისთვის. წინასწარ უკვე შემოსულია წერილობითი მოსაზრებები და კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა თავისი წინადადებები, რომელთა განხილვაც დღეს მოხდება. თუმცა, შეგვიძლია მხოლოდ ამ მოსაზრებებით არ შემოვიფარგლოთ და ღია დისკუსია გავმართოთ და მუხლობირივად განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები, რაც თვითოეულ ჩვენგანს საშუალებას მისცემს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ წარმოდგენილი წინადადებებისთვის მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ტექსტის განვრცობის ტენდენცია შეინიშნება და თუ დაჯამდება ყველა მოსაზრება, რაც სამუშაო ჯგუფში შევიდა, მაშინ, შესაძლოა, სამჯერ უფრო მოცულობითი და გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ.
„სასურველია შეძლებისდაგავარად კონსტიტუციის ლაკონური ტექსტი მივიღოთ და სადაც საჭირო იქნება ტექსტის განვრცობა და სტანდარტების აწევა იქ ბუნებრივია კომისია მზად იქნება მსჯელობისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.