ალექსანდრე ჯეჯელავა იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტზე: ამის გამო, მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ
21-01-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც მანდატურს უკავშირდება, „მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ".

 

 

ჯეჯელავას თქმით, ცალკეული შემთხვევები ყველა სისტემაში ხდება, საერთო ჯამში, კი მანდატურის სამსახურმა „ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა - ძალადობა სკოლებში შემცირებულია".

 

 

მინისტრი აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება.

 


„მანდატურების დანიშვნის წესი პრინციპში ფუნდამენტურად ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე იყო. მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნალისტებში ხდება ცუდი რაღაცები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს. მე ძალიან ვწუხვარ ამ შემთხევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ამის გამო, ჩვენ, მანდატურის გუნდს ჩრდილი არ უნდა მივაყენოთ. მეორე მხრივ, ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის, რადგან ჩვენ, განათლებით, ოჯახებთან და საზოგადოებასთან მუშობით უნდა შევეცადოთ, რომ დავანახოთ მიუღებელია ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება, მისი ხელშეწყობა თუნდაც ოჯახის მხრიდან. მარწმუნებენ, რომ ყველა ბედნიერია ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად არა ვართ ბედნიერი. სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 40 წლის მანდატურმა 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მანდატური სკოლაში რამდენიმე წელია მუშაობს, მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში ერთი წლის წინათ გადავიდა.    

 

 

რეგიონში მცხოვრებლების თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა. მათივე განცხადებით, არასრულწლოვანი გოგონა ორსულადაა.    

 

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი