საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ორდღიან ვიზიტად „ევროპის საერთაშორისო საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის" მაღალჩინოსნები იმყოფებიან.
თბილისში გამართულ წყალბურთის კომიტეტის გაფართებულ სხდომას დელეგაციის 20 მდე წევრი ესწრება, მათ შორის, არის საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე რომელიც ლენის წყალბურთის ტექნიკური კომიტეტის წევრია.
სხდომას დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშილი დაესწრო და უცხოელ სტუმრებთან ერათად საქართველოში წყალბურთის მნიშნელობაზე ისაუბრა.
სამინისტროს ცნობით, ევროპის საწყლოსნო სახეობთა ფედერაციის წყალბურთის ტექნიკური კომიტეტის გაფართოებულ შეხვედრაზე წყალბურთის წესებში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ასევე გაიმართება კენჭისყრა სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მასპინძელი ქვეყნების ვინაობა გაირკვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.