თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალთა მსვლელობა იმართება.
ქალთა მარში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მიზნად ქალების უფლებების დაცვას და განმტკიცებას ისახავს.
მსოფლიოს 370 ქალაქიდან თბილისი ერთ-ერთია, სადაც ქალთა მსვლელობა თანასწორუფლებიანობის და სამართლიანობის მხარდასაჭერად იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.