საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება არც ერთ საკითხთან, მათ შორის, არც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით არ მიუღია.
„ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი.... შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია”, - განაცხადა სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, თემატური ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე ისაუბრეს და შეთანხმებას მიაღწიეს.
„შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო”, - განაცხადა ადა მარშანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.